3-12-2024
ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება „ნაცმაიდანი“ მოახდინონ, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში და ყველა შემთხვევაში რადგანაც ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით და არა სხვებს, ჩვენს მხარეს არის სიმართლე, არის ხალხი და არის სამშობლოს რეალური შეგრძნება და არა პიარისათვის გამოსაყენებელი სამშობლო, რომელიც მათთვის, რეალურად, არ არსებობს, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.
მან ყურადღება გაამახვილა ოპონენტების მხრიდან წარმოებულ ბულინგზე, მათ შორის, აღნიშნა, რომ გახსნილი აქვთ ქოლცენტრები და პოლიტიკოსებსაც სწერენ, თუმცა, დაბრუნებული პასუხი არ მოსწონთ, რადგან „ქართულ ოცნებაში“ არავის ეშინია.
„რას არ კადრულობენ, როგორ არ აბულინგებენ ადამიანებს, წარმოუდგენელ ბულინგს მიმართავენ. ქოლცენტრები აქვთ გახსნილი, მათ შორის, პოლიტიკოსებსაც გვწერენ, მაგრამ, ისეთ პასუხებს იღებენ, რომ მერე აღარ სჯერათ, რომ ჩვენ ვართ, მაგრამ, ჩვენც ადამიანები ვართ, ემოციები გვაქვს და თმენის ვალდებულებასაც რაღაც ზღვარი გააჩნია. პირადში რომ ასეთ შეურაცხყოფას გაყენებენ, როგორსაც გაყენებენ, ალბათ, პასუხიც ადეკვატურია და კეთილი ინებონ, თუ მათ უნდათ რომ ამ ქოლცენტრებიდან ასეთი რაღაცები დააორგანიზონ, გამოაქვეყნონ თუ მაგრები არიან, რა პასუხებსაც ვწერთ, მაგრამ არა - მათ სხვა სურათის შექმნა უნდათ, რომ „ქართული ოცნება“ შეშინებულია. ჩვენთან შეშინებულის არავის არაფერი ეტყობა და მათი გეგმები, ყოველთვის ასე ჩაივლის და წყალში გადაიყრება, იმიტომ, რომ მათი გეგმა არც ერთი, თავის სამშობლოს, სიმართლეს არ ემსახურება“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.