გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რუსი ოკუპანტები ხურჩასთან მავთულხლართებს იღებენ

17-01-2018

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურჩასთან გავლებული მავთულხლართები ჩახსნეს. როგორც პირველი არხისთვის გახდა ცნობილი, რუსმა ოკუპანტებმა ე.წ. საზღვრის დემონტაჟი დეკემბრის ბოლოს დაიწყეს.

მავთულხლართები დაახლოებით 200 მეტრით უკან გადაწიეს. სამუშაოები ამ წუთებშიც გრძელდება.

გასული წლის აპრილში ოკუპანტებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან ადგილობრივების საყანე მიწები შემოღობეს, რამაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შესახებ საკითხი გალის ოთხმხრივ, ასევე სხვა საერთაშორისო შეხვედრებზე დაისვა.


1tv.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031