გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, მაისი 12, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: აშშ-ის საელჩოს ქარდები იდება მიმდინარე სისტემური უხეში ძალადობის ფონზე და ეს ქარდებიც აღქმული იქნება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე, რაც შემაშფოთებელია

4-12-2024

იმედი მაქვს, 20 იანვრიდან ქალბატონი ელჩი და მთლიანად აშშ-ის საელჩო გათავისუფლდება იმ გავლენებისგან, რაც არასწორი მიმართულებით წარმართავს საელჩოს საქმიანობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ქარდებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ვენის კონვენციის დარღვევაა.


„თავის დროზე ეს ქარდები იდებოდა არჩევნებში ჩასარევად, არჩევნების შედეგებზე ზემოქმედებისთვის და ახლა უკვე ქარდები იდება იმისთვის, რომ სხვა პროცესებს შეეწყოს ხელი. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ქარდები იდება მიმდინარე სისტემური უხეში ძალადობის ფონზე და რა თქმა უნდა, ამ ადამიანების მხრიდან ეს ქარდებიც აღქმული იქნება, როგორც მწვანე შუქი ძალადობაზე. ეს არის ყველაზე შემაშფოთებელი ამ ქარდებში. იმედი მაქვს, 20 იანვრიდან ქალბატონი ელჩი და მთლიანად აშშ-ის საელჩო გათავისუფლდება იმ გავლენებისგან, რაც არასწორი მიმართულებით წარმართავს საელჩოს საქმიანობას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031