გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ თვისებრივად გავამყარეთ სახელმწიფოებრიობა ჩვენს ქვეყანაში, ამის სრულიად საპირისპირო მოვლენა იყო წინა ხელისუფლება, სამართლის უზენაესობისა და კანონის უზენაესობის არარსებობა იყო მათი მთავარი ხელწერა

5-12-2024

ყველამ კარგად დაინახა ერთი რამ - საქართველო არის სახელმწიფო, ჩვენ, განსაკუთრებით ამ 4 წლის განმავლობაში, თვისებრივად განვამტკიცეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სამართლისა და კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


პრემიერმა კიდევ ერთხელ შეაჯამა ჩავარდნილი „ნაცმაიდანი" და აღნიშნა, რომ რამდენადაც მაღალია კანონის უზენაესობისა და სამართლის უზენაესობის კულტურა, იმდენად მტკიცეა ნებისმიერი სახელმწიფო.


„ყველამ კარგად დაინახა ერთი რამ - საქართველო არის სახელმწიფო, ჩვენ, განსაკუთრებით ამ 4 წლის განმავლობაში, თვისებრივად განვამტკიცეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, სამართლისა და კანონის უზენაესობა ჩვენს ქვეყანაში. ზოგადად, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული კანონის უზენაესობისა და სამართლის უზენაესობის კულტურაზე ქვეყანაში. რამდენადაც მაღალია კანონის უზენაესობისა და სამართლის უზენაესობის კულტურა, იმდენად მტკიცეა ნებისმიერი სახელმწიფო. ხედავდით, როგორ ვითარდებოდა პროცესები ამ 6-7 დღის განმავლობაში, ჩვენ გარკვეული დრო მოვანდომეთ საბოლოო ჯამში ძალადობის აღკვეთას. აქაც კულტურულად იმოქმედა სახელმწიფო სისტემამ, ყველა რგოლი გავიარეთ სათანადოდ, ეს იყო კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული პროცედურები, რაშიც იყო ჩართული შსს, პროკურატურა, სასამართლო ხელისუფლება. რამდენიმე დღე დასჭირდა ძალადობის აღკვეთას, თუმცა რამდენიმე დღეში, კულტურულად, ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ მივედით კანონის აღსრულებამდე და ძალადობის საბოლოოდ აღკვეთამდე. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ თვისებრივად გავამყარეთ სახელმწიფოებრიობა ჩვენს ქვეყანაში. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ, რომ ამის სრულიად საპირისპირო მოვლენა იყო წინა ხელისუფლება, სწორედ სამართლის უზენაესობის არარსებობა და კანონის უზენაესობის არარსებობა იყო მთავარი ხელწერა, რაც ახასიათებდა წინა ხელისუფლებას, იმავეს აკეთებენ დღეს ისინი ოპოზიციის რიგებიდანაც. ისინი არ ცნობენ ლეგიტიმურ არჩევნებს, არ ცნობენ სახელმწიფოს, ხელისუფლებას. ძალადობენ და საბოლოო ჯამში მთავარი ის არის, რომ ამ ყველაფრით ისინი მაინც ვერ აღწევენ წარმატებას,"- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031