გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: რადიკალური ოპოზიციის და მათი პატრონების პასუხისმგებლობაა ყველაფერი, მათი ლიდერები იმალებოდნენ ოფისებში და წინა ხაზზე ჰყავდათ გაშვებული პარტიული აქტივი

5-12-2024

თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობაა ის, რაც ხდება, თუმცა არა მხოლოდ ოპოზიციის, ასევე მათი პატრონების, ვხედავდით, რომ მწვანე შუქი ჰქონდა გარედან ანთებული სისტემურ, უხეშ ძალადობას თბილისის ქუჩებში. - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მისივე თქმით, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.


„რა თქმა უნდა, ეს არის შესაბამისი პოლიტიკოსების პასუხისმგებლობა. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები ოფისებში იმალებოდნენ, პასუხისმგებლობას ვერც ერთი მათგანი ვერ გაექცეოდა. რეალურად ხდებოდა რა, რომ ეს ადამიანები, ანუ შესაბამისი პარტიებისა და მდიდარი „ენჯეოების" ლიდერები იმალებოდნენ ოფისებში და წინა ხაზზე ჰყავდათ გაშვებული მათი პარტიული აქტივი, რომლებიც ძალადობდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ, თავს ესხმოდნენ პარლამენტის შენობას. ეს არ არის, რა თქმა უნდა, მათთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების საფუძველი, ისინი ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას იმ უმძიმესი დანაშაულისთვის, რომელიც ჩაიდინეს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031