5-12-2024
„დღეს, 2008 წლის 5 დეკემბერს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან წავიდა. მანამდე ის ხუთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო მოხელე, მანამდე კი რიგითი ღატაკი კმარელ-რევოლუციონერი“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ კეზერაშვილმა თანამდებობიდან წასვლიდან მალევე, ასობით მილიონი დოლარი უკვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით არ უშოვია, „ის ჭეშმარიტად ნეტარია“.
„დღეს, 2008 წლის 5 დეკემბერს კეზერაშვილი თავდაცვის მინისტრობიდან წავიდა. მანამდე ის ხუთი წლის განმავლობაში იყო სახელმწიფო მოხელე, მანამდე კი რიგითი ღატაკი კმარელ-რევოლუციონერი. თანამდებობის დატოვებიდან მალევე ის ხდება მსხვილი ოლიგარქი, ასობით მილიონი დოლარის პატრონი. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს თანხა მან სასამართლოთი დოკუმენტირებულად დასაბუთებული და დღეს სტრასბურგის მიერ დადასტურებული 5 მილიონი ევროს მოპარვით არ უშოვია, ის ჭეშმარიტად ნეტარია და მისი ადგილი „ტვ ფორმულაშია“. ვიდრე არსებობს ჯერ კიდევ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.
« მარტი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
31 |