6-12-2024
„ქართული ოპოზიცია ქვეყნის აგენტად უნდა გამოცხადდეს. ისინი მიჰყვებიან კოლექტიური დასავლეთის დავალებით წინასწარ გაწერილ გეგმას, თუ როგორ უნდა მართონ ქუჩაში პროცესები ისე, რომ რაც შეიძლება მეტი დაზიანებული საპოლიციო ძალის წარმომადგენელი და განადგურებული ინფრასტრუქტურა მივიღოთ“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, ქუჩაში ხალხის გამოყვანის ერთადერთი გამოსავალი მსხვერპლია, ამ მიზნით საქართველოში ჩამოსული რუსი, უკრაინელი და ამერიკელი ინსტრუქტორები, სავარაუდოდ ქუჩის პროცესების მართვას კურირებენ და ოპოზიციას ეხმარებიან. მეგრელიშვილი ყურადღებას ამახვილებს აქციაზე გაურკვეველი ჯგუფების გამოჩენაზე, რომლებიც „ალლაჰუ აკბარ“-ს სკანდირებენ და აღნიშნავს, რომ ამ პროცესებში რელიგიური დაპირისპირების კერის გაჩენა გამოუსწორებელ შედეგებს დადებს.
„ქართული ოპოზიცია ქვეყნის აგენტად უნდა გამოცხადდეს. ისინი მიჰყვებიან კოლექტიური დასავლეთის დავალებით წინასწარ გაწერილ გეგმას, თუ როგორ უნდა მართონ ქუჩაში პროცესები ისე, რომ რაც შეიძლება მეტი დაზიანებული საპოლიციო ძალის წარმომადგენელი და განადგურებული ინფრასტრუქტურა მივიღოთ. ამ დაგეგმილი, უკანონო ქაოსის საბოლოოდ მისაღწევი მიზანი ქართული სახელმწიფოს მაიდანიზაციაა, ისინი ყველაფერს აკეთებენ რომ ქუჩაში განვითარებულ პროცესებს მოჰყვეს მსხვერპლი. მსხვერპლია ერთადერთი გამოსავალი ქუჩაში საპროტესტო მუხტით გამოიყვანონ ხალხი და მთავრობა აიძულონ გადადგეს. ამ მიზნით საქართველოში ჩამოსულია რუსი, უკრაინელი და ამერიკელი ინსტრუქტორები რომლებიც სავარაუდოდ ქუჩის პროცესების მართვას კურირებენ და ოპოზიციას დახმარებას უწევენ - ამ ყველაფერს საბოლოოდ გამოძიება დაადგენს, მაგრამ ეს საყურადღებოა, ასევე ძალიან ცუდად მენიშნა და საყურადღებოა აქციაზე გაურკვეველი ჯგუფების გამოჩენაც რომლებიც „ალლაჰუ აკბარ“-ს სკანდირებენ. ოპოზიციამ დიდი ხანია გაყიდა ქვეყანა და რადიკალურ ძალებს იყენებენ ქვეყნის მაიდანიზაციისათვის. რელიგიური შინაარსის მოწოდებები ქუჩაში მიმდინარე პროცესებს კიდევ უფრო გაამწვავებს, რაც მოსახლეობის უმრავლესობისათვის მიუღებელია, ამ პროცესებში რელიგიური დაპირისპირების კერის გაჩენა გამოუსწორებელ შედეგებს დადებს. შესაბამის სამსახურებს ვთხოვ დროულ რეაგირებას“, - წერს მეგრელიშვილი.