გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია

6-12-2024

თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია. მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების, იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში საბოლოოდ აღმოიფხვრას ლიბერალური ფაშიზმი.


„ესეც არის ლიბერალური ფაშიზმი და ამ ყველაფრის გაგრძელება. ასეთი სიები წარსულშიც კეთდებოდა, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ამ სიებმა ვერავითარ მიზანს ვერ მიაღწია. საბოლოო ჯამში, ყველამ იცის ყველაფერი. თუ ვინმეს რაიმესი უნდა ეშინოდეს და რომელიმე სია შეიძლება იყოს ვინმესთვის საფრთხის შემცველი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის სია და ლიბერალური ფაშიზმის მიმდევრების სია. მათ მართლა უნდა ეშინოდეთ რაღაც-რაღაცების, იმიტომ, რომ ჩვენ უმოქმედოდ დარჩენას არ ვაპირებთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენს ქვეყანაში საბოლოოდ აღმოიფხვრას ლიბერალური ფაშიზმი და ამას სჭირდება რა თქმა უნდა, მოქმედება. ამიტომ, ასეთ ადამიანებს, ვინც სწორედ ამ სიებს აკეთებს, ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეთ, - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031