გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი კეზერაშვილის სახლიდან იარაღის ამოღებაზე: როცა შენი დამფინანსებლის ოჯახიდან ასეთი არსენალის ამოღება ხდება, როცა ტელევიზიად წოდებული, რადიკალური ქმედებების მხარე ხარ წარმოდგენილი არც ტელევიზიის დახურვა არ უნდა გაგიკვირდეს

6-12-2024

„როცა შენი მთავარ დამფინანსებლის ოჯახიდან შეიარაღების ასეთი არსენალის ამოღება ხდება, როცა ტელევიზიად წოდებული, რევოლუციური და რადიკალური ქმედებების მხარედ ხარ წარმოდგენილი, არც ტელევიზიის დახურვა არ უნდა გაგიკვირდეს და არც სამართალდამცავების კანონიერი კითხვები და ქმედებები“, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ლევან ნიკოლეიშვილი დავით კეზერაშვილის ოჯახის წევრის მფლობელობაში არსებული სახლიდან სხვადასხვა სახის იარაღის ამოღებასთან დაკავშირებით.


ნიკოლეიშვილი ითხოვს ერთი ევროპული ქვეყნის და მისი ხელისუფლების დასახელებას მაინც, რომელსაც ასეთ რამეზე რეაგირება არ ექნებოდა.


„როცა შენი მთავარი დამფინანსებლის ოჯახიდან შეიარაღების ასეთი არსენალის ამოღება ხდება, როცა ტელევიზიად წოდებული, რევოლუციური და რადიკალური ქმედებების მხარედ ხარ წარმოდგენილი, არც ტელევიზიის დახურვა არ უნდა გაგიკვირდეს და არც სამართალდამცავების კანონიერი კითხვები და ქმედებები. ერთი ევროპული ქვეყანა და მისი ხელისუფლება დაასახელეთ, რომელსაც ასეთ რამეს რეაგირება არ ექნებოდა“, - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031