გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ილონ მასკი, ყოფილი კონგრესმენის რონ პოლის ინიციატივაზე, აშშ-მა შეწყვიტოს საგარეო დახმარება: რონი არ ცდება

7-12-2024

„გააუქმეთ საგარეო დახმარება! ეს არის აშშ-ში ღარიბი და საშუალო ფენისგან ფულის აღება და ღარიბი ქვეყნების მდიდრებისთვის მისი მიცემა - მათ შორის შუამავლების შემცირებით! ამერიკელებს არ სურთ, რომ მათმა მთავრობამ ისესხოს მეტი ფული უცხოურ დახმარებაზე დასახარჯად“, - ამის შესახებ ყოფილი კონგრესმენი, რონ პოლი, რომელიც აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პირობებში, მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მრჩევლად მოიაზრება, X-ზე წერს.


აღსანიშნავია, რომ რონ პოლის მოსაზრებას ეთანხმება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის მომავალი ხელმძღვანელი, ილონ მასკიც, რომელიც წერს: „რონი არ ცდება“.


„მარტივი რამ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტისთვის! გააუქმეთ საგარეო დახმარება! ეს არის აშშ-ში ღარიბი და საშუალო ფენისგან ფულის აღება და ღარიბი ქვეყნების მდიდრებისთვის მისი მიცემა - მათ შორის შუამავლების შემცირებით! ამერიკელებს არ სურთ, რომ მათმა მთავრობამ ისესხოს მეტი ფული უცხოურ დახმარებაზე დასახარჯად. გარდა ამისა, ეს არის სიმდიდრის ამორალური გადაცემა და არაკონსტიტუციურია“, - წერს რონ პოლი X-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031