გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული

8-12-2024

მე პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული. აქციებზეც ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება - ქვებს ისვრიან, ვერ ვხვდებით ვინ არის, ან მიაგნებ, ან ვერა, ახლა ჟურნალისტს ვიღაც თავს დაესხა და ან მიაგნებ, ან ვერა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE“-ში სატელეფონო ჩართვისას.


„იყო ადრე ამაზე საუბარი და ახლა მგონი ძალიან რელევანტური იქნება. კარგად არის შესასწავლი, სულ ერთი ორი დღის ამბავია. მე პირადად ვიქნები ინიციატორი, რომ ნიღბებით გადაადგილება ქუჩაში იქნება აკრძალული. აქციებზეც ხომ ხედავთ რამხელა პრობლემა იქმნება - ქვებს ისვრიან, ვერ ვხვდებით ვინ არის, ან მიაგნებ, ან ვერა, ახლა ჟურნალისტს ვიღაც თავს დაესხა და ან მიაგნებ, ან ვერა. ეს არის ჩემი აზრი და ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილიც ამ აზრზე არიან. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგები მხარს დამიჭერენ, უმრავლესობის წარმომადგენლები, რომ ნიღბით გადაადგილება აიკრძალოს. ამას სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა, რომლის ინიციატორიც როგორც ერთი დეპუტატი ვიქნები. ჩვენს ოპონენტებსაც ვკითხოთ, ნიღბით რომ დარბოდნენ მავნებლები, ამაზე [ნიღბის აკრძალვაზე] იქნებიან თუ არა თანახმა“ , - აღნიშნა მდინარაძემ.


„ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031