გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ყველა მოძალადემ უნდა აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ჟურნალისტს ანდა რომელ თანამოქალაქეს ესხმიან თავს, ზოგიერთმა ძალიან აურია გამოხატვის თავისუფლების განსაზღვრებაში და ეს აღსაკვეთია

8-12-2024

ყველა მოძალადემ უნდა აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ჟურნალისტს ანდა რომელ თანამოქალაქეს ესხმიან თავს! - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე და აზიარებს ტელეკომპანია "POSTV"-ის ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორც ძალადობენ რადიკალები აქციის მიმდინარეობისას ჟურნალისტ სალომე გობრონიძეზე.


აბაშიძის განცხადებით, ზოგიერთი, გამოხატვის თავისუფლებას სცდება, რაც აღსაკვეთია, რაც შეეხება სამოქალაქო დაპირისპირების წამქეზებლებს, მათ ვერ უნდა შეძლონ თავისუფლად სიარული და მით უფრო, სამარცხვინო საუბარი მათ მიერ აღქმულ დემოკრატიაზე.


"ყველა მოძალადემ უნდა აგოს პასუხი, არ აქვს მნიშვნელობა თუ რომელ ჟურნალისტს ანდა რომელ თანამოქალაქეს ესხმიან თავს! ზოგიერთმა ძალიან აურია გამოხატვის თავისუფლების განსაზღვრებაში და ეს აღსაკვეთია საფუძვლიანად. სამოქალაქო დაპირისპირებისა და ექსტრემიზმის წამქეზებლებმა კი, ვეღარ უნდა შეძლონ თავისუფლად სიარული და მით უფრო სამარცხვინო "ქადაგება" მათ მიერ დამახინჯებულად აღქმულ დემოკრატიაზე." - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930