გაიგე განსხვავებული

კვირა, მაისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული

9-12-2024

ძალადობას გამართლება არ აქვს! ჟურნალისტებზე, უბრალო მოქალაქეებზე, სამართალდამცველზე, თუ პოლიტიკოსებზე თავდასხმები და ძალადობა ერთნაირად მიუღებელია, - წერს სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი ეკა სეფაშვილი.


მისი თქმით, ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული.


„თავდასხმის უმძიმესი კადრები ვრცელდება. ეს მხოლოდ მათი ნახელავია: ვისაც სახელმწიფოს ძალისმიერი გადატრიალება უნდა; ვისაც უშინაარსო აქციების მუხტის აწევა და ხალხის აგრესიის გამოწვევა უნდა; ვისაც მტრის (შინაური თუ გარეული) წისქვილზე წყლის დასხმა უნდა; ვისაც საქართველოს სუვერენიტეტი არ უნდა. ძალადობის ყველა ფაქტი უმოკლეს ვადებში უნდა იყოს გამოძიებული. იმედია, შესაბამისი ინსტიტუციები დროულად მიაწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას ძალადობის ფაქტებზე და ყველა დამნაშავეს საკადრისი პასუხი გაეცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. P.S. დემოკრატია და ევროპული სახელმწიფო სხვისი განსხვავებული აზრის პატივისცემას და მშვიდობიან პროტესტს გულისხმობს. არჩევნებში დამარცხების აღიარება დემოკრატიის ნაწილია“, - წერს ეკა სეფაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031