გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრი: 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 27 მილიარდ 561 მილიონი ლარი, ასიგნებები - 27 მილიარდ 941 მილიონ ლარზე მეტია

10-12-2024

2025 წლის ბიუჯეტის პროექტით სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 27 მილიარდ 561 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დამტკიცებული გეგმით გათვალისწინებულ მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია 2 მილიარდ 991 მილიონი ლარით, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის სესიაზე 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის დროს განაცხადა.


მისივე თქმით:

  • შემოსავლების ჯამური მაჩვენებელი 23 მილიარდ 435 მილიონ ლარამდეა, რაც 2024 წლის გეგმასთან შედარებით, გაზრდილია 2 მილიარდ 700 მილიონ ლარზე მეტით
  • არაფინანსური აქტივების კლების, ანუ პრივატიზაციის სახით მისაღები თანხების გეგმა შეადგენს 300 მილიონ ლარს
  • ფინანსური აქტივების კლების, ანუ სესხების დაბრუნების მაჩვენებელი განისაზღვრა 400 მილიონი ლარის ოდენობით
  • ვალდებულებების ზრდის სახით მისაღები სახსრები განისაზღვრა 3 მილიარდ 426 მილიონი ლარის ოდენობით
  • მომხსენებლის განცხადებით, ბიუჯეტი ითვალისწინებს ვალის დაფარვას 1 მილიარდ 410 მილიონი ლარის ოდენობით, შესაბამისად, ვალდებულებების წმინდა ზრდა 2 მილიარდ 10 მილიონ ლარამდეა.

რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, ლაშა ხუციშვილის ინფორმაციით, ასიგნებების მოცულობა 2024 წლის დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით, იზრდება 2 მილიარდ 911 მილიონი ლარით და შეადგენს 27 მილიარდ 941 მილიონ ლარზე მეტს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031