გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი გოგავა: 5 დღის წინ უკვე ნათელი იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა, დარჩათ მხოლოდ ერთი ტექნოლოგია „საკრალური მსხვერპლი“

10-12-2024

„5დღის წინ უკვე ნათელი იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა. დარჩათ მხოლოდ ერთი ტექნოლოგია - ,,საკრალური მსხვერპლი". მსხვერპლი პროტესტანტებს ან ჟურნალისტებს შორის უნდა იყოს და შემდეგ ხელისუფლებას დაჰბრალდეს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ვითარების მაქსიმალურად დაძაბვის მიზნით, 2-3 ადამიანის დაგეგმილ მკვლელობასთან დაკავშირებით.


იგი მოუწოდებს ყველას, გაავრცელონ აღნიშნული ინფორმაცია, ხოლო, აქციის მონაწილეებმა და ჟურნალისტებმა, მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ, ვინაიდან ვიდეოკამერები წინასწარ არის დაზიანებული დაგეგმილი მკვლელობის გამოძიების გართულების მიზნით.


„5 დღის წინ უკვე ნათელი იყო, რომ სახელმწიფო გადატრიალება ჩავარდა. დარჩათ მხოლოდ ერთი ტექნოლოგია - "საკრალური მსხვერპლი". მსხვერპლი პროტესტანტებს ან ჟურნალისტებს შორის უნდა იყოს და შემდეგ ხელისუფლებას დაბრალდეს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "საკრალური მსხვერპლის" ტექნოლოგიის რეალიზება ამ კვირაში იგეგმება. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადებიდან: "...დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი. აღნიშნული მსხვერპლშეწირვით შეეცდებიან საპროტესტო მუხტის გაზრდას, რადიკალური განწყობების წახალისებას, რაც მათი განზრახვით უნდა გადაიზარდოს უმართავ პროცესებში და შენიღბული გზით დაბრალდეს ხელისუფლებას. აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით. არსებული გეგმა ვითარდება ე.წ. „ფერადი რევოლუციებისთვის“ დამახასიათებელი აპრობირებული სცენარებით, მათ შორის, სხვადასხვა რიტუალური სცენებითა და ეტაპობრივი დესტრუქციით, რომლის კულმინაციას წარმოადგენს მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, რაც მთლიანობაში ხელს შეუწყობს მოვლენათა ესკალაციას..." გააფრთხილეთ თქვენი ახლობლები, ნაცნობი ჟურნალისტები, ვინც აქციებზე დადის, ამ კვირაში მოერიდონ იქ მისვლას. საქმე სერიოზულად არის, რადგან წინასწარ დააზიანეს ვიდეოკამერები, რომ დაგეგმილი მკვლელობის გამოძიება გაჭირდეს. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის განცხადების სრული ტექსტი იხილეთ კომენტარებში. გაავრცელეთ ეს პოსტი, ბევრმა ნახოს, გაფრთხილდეს და თავი მოარიდოს რეალურ ხიფათს", - წერს ირაკლი გოგავა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031