გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თინათინ მღვდლიაშვილი: 1-ელ დეკემბერს გამოვაქვეყნე წერილი და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შემზარავი მოვლენები ჩემეული ხედვით შევაფასე - ხანგრძლივი დროის მანძილზე მაგინებდნენ, მწყევლიდნენ და მემუქრებოდნენ

10-12-2024

პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისმა წერილმა, სადაც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენები საკუთარი ხედვით შეაფასა, დიდი გამოხმაურება მოიპოვა, მათ შორის ე.წ. ოპოზიციის მხრიდან.


მისი თქმით, ხანგრძლივი დროის მანძილზე მას შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ. 


„მე გახლავართ პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი.


ჩემს ლექსებზე შექმნილია ცნობილი სიმღერები: „ხმალი ავლესოთ, ქართველებო!“, „მარტოხელა, მარტოსულო ქალბატონო“, „აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება“, „ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა“ და სხვა. 1-ელ დეკემბერს ჩემს „ფეისგვერდზე“ გამოვაქვეყნე წერილი - „მე რომ შემეძლოს, საქართველოს გადავმალავდი“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე შემზარავი მოვლენები ჩემეული ხედვით შევაფასე.


წერილს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მათ შორის ე.წ. ოპოზიციის მხრიდან, ანუ ტროლები, ბოტები და ფერადი ჭინკებიც  შემოესივნენ. ხანგრძლივი დროის მანძილზე მაგინებდნენ, მწყევლიდნენ და მემუქრებოდნენ. მაგინებელთა შორის გახლდათ ვინმე მიშა მშვილდაძეც, რომელიც დამემუქრა, რომ მალე დინგში მომხვდებოდა! (სამწუხაროდ, მისი შეურაცხმყოფელი კომენტარი მოიწონა ვინმე დეკანოზმა ილია ჭიღლაძემ). მშვილდაძე დამემუქრა და შემდეგ დამბლოკა.


ოპოზიციას, რომელსაც მხარს უჭერს ვინმე მშვილდაძის მსგავსი ცოცხალი ორგანიზმი, არც მომავალი, არც გამარჯვება და არც აწმყო არ გააჩნია. მიშას ვინაობა მოგვიანებით დავაზუსტე, რადგან ეს სახელი და გვარი ჩემთვის არაფერს წარმოადგენდა. სირცხვილი მას! თინათინ მღვდლიაშვილი - პოეტი, მხატვარი, ზვიად გამსახურდიას და გალაკტიონის პრემიის ლაურეატი.


მუქარა დანაშაულია! საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამ ფაქტის შესახებ. იმავე წუთებში მივწერე ილია ჭიღლაძეს, რომელმაც პასუხი არ გამცა. აი ჩემი ტექსტი: Fr Ilia Tchigladze დეკანოზი ილია ჭიღლაძე გამარჯობა! ვიღაც მიშა მშვილდაძემ რომ მაკადრა სიტყვა დინგი, თქვენ მოუწონეთ. გეკადრებათ? დეკანოზს ეკადრება, ქართველ პოეტს შეურაცხყოფას რომ აყენებენ?“, - წერს თინათინ მღვდლიაშვილი. 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031