გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აგვისტო 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მდინარაძე აქციებზე ნიღბების აკრძალვაზე: გარკვეული დაზღვევა გვექნება, რომ მედიამ სრულფასოვნად შეძლოს მუშაობა და დაბრკოლებები ამ მიმართულებით არ შეექმნას

11-12-2024

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აქციებზე ნიღბების გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იქნება გარკვეული დაზღვევა, რათა მედიის წარმომადგენლებს დაბრკოლებები არ შეექმნას.


ჟურნალისტმა მას ჰკითხა, რას ფიქრობს შემოთავაზებაზე, რომელიც გაისმა კომიტეტზე, რომ ნიღბების აკრძალვის პარალელურად, მედიის წაარმომადგენლებს მაინც მიეცეთ საშუალება, რადგან წინა ხაზზე უწევთ ყოფნა.


„მედიის წარმომადგენლებთანაც ვილაპარაკე კადრს მიღმა. ამასთან დაკავშირებით გარკვეული დაზღვევა გვექნება, რათა მედიამ სრულფასოვნად მოახერხოს მუშაობა ისე, რომ ამ მიმართულებით დაბრკოლებები არ შეექმნას“, - განაცხადა მდინარაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031