გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: სალომე ზურაბიშვილის მორიგი ანტიკონსტიტუციური გამოხტომა -ორბელიანების სასახლის ნებაყოფლობით დატოვებაზე უარის თქმის სახით, არა ევროპული, არამედ უფრო აფრიკული ან „ვესტ-ინდური“ გამოცდილების ხასიათს ატარებს

11-12-2024

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებას ეხმიანება და სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლის დატოვებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.


„საქართველო „შიგ-ევროპელობის“ მორიგი გამოვლინების მოლოდინშია. ამჯერად ნაცების მესამე პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან. თუმცა ამრიგად მისი მორიგი ანტიკონსტიტუციური გამოხტომა - საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევისთანავე, ორბელიანების სასახლის ნებაყოფლობით დატოვებაზე უარის თქმის სახით, არა ევროპული , არამედ უფრო აფრიკული ან „ვესტ-ინდური“ გამოცდილების ხასიათს ატარებს.


ჰაიტი: პრეზიდენტმა ჟან-ბერტრან არისტიდიმ 2004 წელს, მორიგი კრიზისის შემდეგ, დატოვა პრეზიდენტობა მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის ქვეშ - ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ფიზიკურად გაიყვანეს სასახლიდან.


გამბია: იაჰია ჯამემ, რომელიც გამბიას 1994 წლიდან მართავდა, 2016 წლის არჩევნებში დამარცხებაზე უარი თქვა. მან უარი თქვა საპრეზიდენტო სასახლის დატოვებაზე მას შემდეგაც, რაც მისმა მემკვიდრემ, ადამ ბაროუმ ფიცი დადო. მხოლოდ დასავლეთ აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური თანამეგობრობის (ECOWAS) სამხედრო ჩარევის შემდეგ დათანხმდა ჯამე ქვეყნის დატოვებას.


ზიმბაბვე: 2017 წელს რობერტ მუგაბემ, რომელიც ქვეყანას 37 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, არმიისა და საკუთარი პარტიის ზეწოლის შემდეგ უარი თქვა გადადგომაზე. პრეზიდენტის სასახლეში მისი იზოლაცია რამდენიმე დღით გაგრძელდა, სანამ გადადგომის შესახებ მან განცხადებას არ მოაწერა ხელი.


ამ სამივე განსხვავებულ შემთხვევას ერთი რამ აერთიანებს: ექს-პრეზიდენტების უარი სამუშაო სივრცის ნებაყოფლობით დატოვებაზე და მათი სხვადასხვა ტიპის იძულებითი ხერხებით იქიდან გამოყვანა.


ამ მხვრივ, სალომე ზურაბიშვილს ეძლევა უნიკალური შანსი ამ ხერხით მაინც შევიდეს „ვიკიპედიაში“ და ისეთი განთქმული სახელმწიფო ლიდერების გვერდით, როგორებიც იყვნენ: ჟან-ბერტრან არისტიდი, იაჰია ჯამე და რობერტ მუგაბე - საპატიო მეოთხე ადგილი დაიკავოს მსოფლიოს ისტორიაში“, -წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031