გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
თამარ ჩერგოლეიშვილი: „მთავარს“ ურევს სააკაშვილი და არა ბიძინა

13-12-2024

„მთავარს“ ურევს სააკაშვილი, ოქუაშვილს იყენებს. ეს იცის „მთავარის“ ყველა ჟურნალისტმა. სააკაშვილი რომ შუაში არ იყოს და ბიძინაზე ეჭვი ჰქონდეს, დაწერდა 67 პოსტს და ოქუაშვილს ამოთხვრიდა ტალახში. მაგრამ მან „დამფუძნებლებს შორის კამათისგან“ თავი შორს დაიჭირა“, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ტელეკომპანია „მთავარის“ ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ეხმიანება.


როგორც ჩერგოლეიშვილი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილია „მთავარ არხთან“ შუაში და არა ბიძინა ივანიშვილი. მისივე თქმით, „აკეთებს (დაახლოებით) იგივეს, რაც თავის დროზე გვარამიას ხელით ტაბულა ტვ-ს გაუკეთა“.

„მთავარს“ ურევს სააკაშვილი, ოქუაშვილს იყენებს. ეს იცის მთავარის ყველა ჟურნალისტმა. სააკაშვილი რომ შუაში არ იყოს და ბიძინაზე ეჭვი ჰქონდეს, დაწერდა 67 პოსტს და ოქუაშვილს ამოთხვრიდა ტალახში. მაგრამ მან „დამფუძნებლებს შორის კამათისგან“ თავი შორს დაიჭირა. სააკაშვილია „მთავარ არხთან“ შუაში და არა ბიძინა. აკეთებს (დაახლოებით) იგივეს, რაც თავის დროზე გვარამიას ხელით „ტაბულა ტვ-ს“ გაუკეთა. უბრალოდ, ყალბი მონოლოგები ქართული მედიის ტრეიდმარკია - ისინი ხომ მაყურებელს ბრიყვად თვლიან“, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031