გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: თვალთმაქცობაშიც არ ჯდება - სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და სხვა ნაცჯალათები თურმე "დემოკრატები" არიან და ერის დამცველი "ქართული ოცნება" უნდა დასანქცირდეს

13-12-2024

თვალთმაქცობაშიც არ ჯდება - სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და სხვა ნაცჯალათები თურმე "დემოკრატები" არიან და ერის დამცველი "ქართული ოცნება" უნდა დასანქცირდეს. არეულია ფასეულობები და განსაზღვრებები. კრიმინალების მფარველობა ვერ მოიგებს ქართველთა გულს და გონებას. აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაცია ყველგან აფუჭებს სიტუაციას, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწევს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.


მისივე თქმით, არავის დავიწყებია, რომ ამერიკის კონგრესზე თავდასხმისას, "დემოკრატების" პირობებში პოლიციამ ბრუტალური პასუხი გასცა დემონსტრანტებს და ასეთ პირობებში კიდევ უფრო ცინიკურად ისმის ბრალდებები „მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებების შეზღუდვაზე“.


„თვალთმაქცობაშიც არ ჯდება - სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია და სხვა ნაცჯალათები თურმე "დემოკრატები" არიან და ერის დამცველი "ქართული ოცნება" უნდა დასანქცირდეს. არეულია ფასეულობები და განსაზღვრებები. კრიმინალების მფარველობა ვერ მოიგებს ქართველთა გულს და გონებას. აშშ-ის წარმავალი ადმინისტრაცია ყველგან აფუჭებს სიტუაციას, მაგრამ საწადელს ვერ მიაღწევს. არავის დავიწყებია, რომ ამერიკის კონგრესზე თავდასხმისას, "დემოკრატების" პირობებში პოლიციამ ბრუტალური პასუხი გასცა დემონსტრანტებს, მოკლეს ერთი ადამიანი, დასახიჩრდა 500-ზე მეტი მომიტინგე, სისხლის სამართლის ბრალდებით დააკავეს 1500 ზე მეტი ადამიანი და ყველა მათგანი დღემდე იხდის სასჯელს. ასეთ პირობებში კიდევ უფრო ცინიკურად გვესმის ბრალდებები „მშვიდობიანი მომიტინგეების უფლებების შეზღუდვაზე“.


ცინიზმია თუ რას ფიქრობენ ამგვარი ტექსტების ავტორები. ქართული საზოგადოება უფრო smart არის, ვიდრე ნებისმიერი "ციციკორე" ამერიკის ისტებლიშმენტში. ქართულ-ამერიკული და ქართულ-უკრაინული ურთიერთობა ვერანაირად დაზიანდება დროებითი პარაზიტების გამო!“ - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031