25-10-2018
ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში ზუგდიდი- თბილისის მატარებელი 55 წლის მამაკაცს დაეჯახა.
მამაკაცი 112- ის ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.
ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, სულხან ორჟონიას თქმით, პაციენტს აღენიშნება ქალა-ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა, ტრავმული სუბარაქნოიდული და სუბდურულიჰემატომა, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა.
ჩაუტარდა დეკომპრესიული ტრეპანაცია. ექიმების თქმით, მდგომარეობა მძიმეა და პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე.
მომხდარზე გამოძიება სს კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
16-11-2024
16-11-2024