გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
The New York Times: რუსეთი და ჩინეთი დონალდ ტრამპის სატელეფონო საუბრებს უსმენენ

25-10-2018

რუსეთი და ჩინეთი აშშ-ს პრეზიდენტის სატელეფონო საუბრებს უსმენენ, - ამის შესახებ გამოცემა The New York Times ყოფილ და მოქმედ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, თუმცა მათ ვინაობას არ ასაჯაროებს.


მათი ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თანაშემწეებმა არაერთხელ გააფრთხილეს ის, რომ ჩინეთის და რუსეთის ჯაშუშები მისი პირადი ტელეფონით განხორციელებულ საუბრებს მუდმივად უსმენენ.


The New York Times-ის რესპონდენტების განცხადებით, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა დაადგინეს, რომ ჩინეთი ამ ზარების მოსმენის საშუალებით მიღებულ ინფორმაციას აშშ-სთან სავაჭრო ომის შესაკავებლად იყენებს.


„ჩინელებმა შეადგინეს იმ ადამიანების ჩამონათვალი, ვისთანაც ტრამპი რეგულარულად საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი დაცულ სტაციონარულ ტელეფონებს იყენებს, მან უარი არ თქვა ორი ოფიციალური და ერთი პირადი iPhone-ის სარგებლობაზე. ეროვნული უშიშროების სააგენტომ ოფიციალური ტელეფონების უსაფრთხოების სისტემა გააძლიერა, პირადი ტელეფონი კი, რომელშიც ტრამპი, შესაძლოა კონტაქტებს ინახავდეს, საერთოდ არაა დაცული“, - წერს გამოცემა.


ipn.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930