გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აგვისტო 14, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოში უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა

14-12-2024

გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებსაც საქართველოში უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამას ვერ მიაღწიეს და ამის გამო უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანასა და ხელისუფლებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კონკრეტული ძალების სახელით მოქმედებენ კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები.


„ქვეყნების სიაც გვექნება, რომლებსაც აქვთ უსამართლო დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ, თუმცა დღეს არ მინდა, ეს ქვეყნები არ დავაკონკრეტო, იმისათვის, რომ მათ დავუტოვოთ შანსი, შეიცვალონ საკუთარი ქცევა. მთლიანობაში ჩანს, რომ გავლენიანი ძალები მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ესენი არიან ის ძალები, რომლებსაც საქართველოში უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა, ამას ვერ მიაღწიეს და სწორედ ამის გამო უპირისპირდებიან ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხელისუფლებას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031