გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოზარ სუბარი: ლიბერალ-ფაშისტებმა უკვე ღია ბრძოლა გამოუცხადეს ეკლესიას, ამით კი თავიანთ პოლიტიკურ მომავალს საბოლოოდ გადაუსვეს ხაზი

14-12-2024

„დღეს ეკლესიაში იმიტომ მივარდნენ, რომ ისედაც აქეთკენ მიდიოდნენ - ეს არის ლიბერალი რადიკალების ბუნება“, - ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა განაცხადა.


მისი თქმით, ლიბერალმა რადიკალებმა უკვე ღია ბრძოლა გამოუცხადეს ეკლესიას, ამით კი თავიანთ პოლიტიკურ არსებობასა და მომავალს საბოლოოდ გადაუსვეს ხაზი.


„რეალურად, ეკლესიასთან ბრძოლა ლიბერალიზმის საფუძველში იდო და სავსებით ლოგიკურია, რომ ქართველი ლიბერალ-ფაშისტები აუცილებლად მივიდოდნენ იმ წერტილამდე, როცა მათ ღია ბრძოლა გამოუცხადეს ეკლესიას. შედეგიც ადვილად განჭვრეტადი იყო - ამით ქართველმა ლიბერალ-ფაშისტებმა თავიანთ პოლიტიკურ არსებობასა და მომავალს საბოლოოდ გადაუსვეს ხაზი.


ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ დაინახა, თუ რა საშიშ ძალასთან აქვს საქმე მათი სახით. ამით დასრულდა მარგინალიზაციის პროცესი და მათი, როგორც პოლიტიკური პარტიების არსებობა. სახარებაში ნათქვამია: “ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, იგი იქმნა თავ კიდეთა. ყოველი, რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს. და რომელსა ზედა დაეცეს, განანქრიოს იგი.” (მათე 21, 42-44). აქ ლაპარაკია ქრისტეს ეკლესიაზე, რომელთან ბრძოლაში ვერავინ გაიმარჯვებს.


ვინც ეკლესიას გამოუცხადებს ბრძოლას, ის საკუთარ თავს უცხადებს განაჩენს და ამ ბრძოლაში გამარჯვება შეუძლებელია. ეს ზღვარი ამ რადიკალებმა გადალახეს უკვე და პოლიტიკური განაჩენიც გამოუტანეს თავის თავს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2024    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031