გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე: მხოლოდ „ტვ პირველი“ თუ შეძლებდა პატრულის/პოლიციის მიერ იარაღის ტარებაში სკანდალის დანახვას, პოლიციის აღჭურვილობა კანონით არის განსაზღვრული

14-12-2024

„საკუთარ მაყურებელს მაგრად ეკაფებიან, მხოლოდ „ტვ პირველი“ თუ შეძლებდა პატრულის/პოლიციის მიერ იარაღის ტარებაში სკანდალის დანახვას“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე „ტვ პირველის“ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საპროტესტო აქციაზე გომელაურის უწყების თანამშრომლები ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებიან.


როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, პოლიციის აღჭურვილობა კანონით არის განსაზღვრული, პოლიციელს იარაღის ტარებას გარკვეულწილად კანონი ავალდებულებს.


„საკუთარ მაყურებელს მაგრად ეკაფებიან, მხოლოდ „ტვ პირველი“ თუ შეძლებდა პატრულის/პოლიციის მიერ იარაღის ტარებაში სკანდალის დანახვას. რა გჭირთ, ხალხო, პოლიციის აღჭურვილობა კანონით არის განსაზღვრული, პოლიციელს იარაღის ტარებას გარკვეულწილად კანონი ავალდებულებს. საკუთარ მაყურებელს და საკუთარ თავს პატივი ეცით, არ შეიძლება სისულელეს ავრცელებდეთ და რეიტინგზე პრეტენზია გქონდეთ“, - წერს დავით ჩიხელიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930