გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 16, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
აშშ-ში შესაძლოა, ახალი შტატი შეიქმნას

17-01-2018

აშშ-ში საინიციატივო ჯგუფი ახალი კალიფორნიის შექმნის იდეით გამოვიდა. აქტივისტების მიერ გამოქვეყნებულ დეკლარაციაში წერია, რომ დღევანდელი კალიფორნია "უმართავი გახდა", ამიტომ "აუცილებელია ტირანიისგან გათავისუფლება".

ინფორმაციას USA Today ავრცელებს.


"შეუცვლელი საგადასახადო სისტემისა და ერთი პარტიის მიერ შტატის მმართველობით, ტერიტორიის 58 რეგიონი უმართავი გახდა", - აღნიშნავენ დოკუმენტში.


გარდა ამისა, აქტივისტები ძირითადი მომსახურების სფეროების მათ შორის განათლების, სამართალდამცველი უწყებების და ჯანდაცვის სისტემის გაუმართაობაზე ამახვილებენ ყურადღებას.


"ახალი კალიფორნია - ახალი შტატი განვითარების პროცესში", - წერია დეკლარაციაში.


კალიფორნია აშშ-ის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ლიბერალური შტატია. ძირითადად შტატის ხელისუფლებაში დემოკრატი მმართველები მოდიან. ყველაზე ბოლოს, რესპუბლიკელი ხელმძღვანელი 1985 წელს რონალდ რეიგანი ჰყავდათ.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30