გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სომხეთში პარტია ”სომხური ოცნება” შეიქმნა

25-10-2018

სომხეთში ახალი პოლიტიკური პარტია „სომხური ოცნება“ შეიქმნა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური გამოცემა News.am ავრცელებს.


პარტიის დამფუძნებელი ყრილობა 24 ოქტომბერს გაიმართა. პარტია „სომხური ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან: პოლიტოლოგი არმენ მკრტჩიანი, იურისტი ცოლაკგრიგორიანი, ყარაბაღის ომის ერთ-ერთი მეთაური არშაკ არშაკიანი, ეკონომისტი სმბატროსტომიანი, აღმოსავლეთმცოდნე გეგამარუტიუნიანი, იურისტი დავიდ ხოსროვიანი და ადვოკატი არტავაზდ სარქისიანი.


პარტიის შექმნასთან დაკავშირებულ დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ „ხავერდოვანმა რევოლუციამ“ სომხეთის მოქალაქეები კრიმინალურ-ოლიგარქიული სისტემის მძიმეუღელისგან გადაარჩინა და საბოლოო გამარჯვების მისაღწევად, ნამდვილი დემოკრატიული პოლიტიკურ-ეკონომიკური მართვის სისტემა უნდა შეიქმნას.


akhalitaoba.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031