გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება შესაძლებელია მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია

17-12-2024

ახლა, როდესაც შანტაჟის გადამწყვეტი ფაზა დასრულდა, მაიდანი ჩავარდა, კიდევ ერთხელ ვთავაზობ ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს კითხვები, გავმართოთ საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია ნებისმიერ ფორმატში. ეს ჩვენი შეთავაზება რჩება ძალაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის თქმით, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება არის შესაძლებელი მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით.


„ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია ჩვენს წინაშე. ეს არის, მათ შორის, პირველ რიგში, ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება ჩვენს ქვეყანაში. ლიბერალური ფაშიზმის დამარცხება და საზოგადოების გაერთიანება არის შესაძლებელი მხოლოდ ერთმანეთის მოსმენით, ცოცხალი დისკუსიით. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყველა გულწრფელ ადამიანს, რომელსაც აქვს კითხვები, საკუთარი მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, გავმართოთ ნებისმიერ ფორმატში საჯარო თუ არასაჯარო დისკუსია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031