გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ჯეფრი საქსი და დასავლელი პოლიტიკური აქტორები ხმამაღლა ამბობენ, რომ წარმავალი ბაიდენი გლობალურ საბოტაჟს ეწევა

17-12-2024

კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი და დასავლელი პოლიტიკური აქტორები ხმამაღლა ამბობენ, რომ წარმავალი ბაიდენი გლობალურ საბოტაჟს ეწევა, მათ შორის საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში. ცხადია, დესტაბილიზაციის მომხრე ამერიკელი „დემოკრატების“ მზაკვრული მიზნები რამდენიმე კვირაში დასრულდება. მთავარია, სუვერენულმა საქართველომ მშვიდობიანად მიაღწიოს 20 იანვრამდე, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებულია ჩვენი ბრძენი საზოგადოების უმრავლესობა, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.


მისივე თქმით, იმის გარდა, რომ საერთაშორისოდ თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაცია „ნაღმებს“ დებს მომდევნო პრეზიდენტის დასაზიანებლად, დესტრუქციული ქმედებებია აშშ-შიც. მანვე აღნიშნა, რომ ამერიკის მომდევნო ლიდერი მოკავშირეებთან ერთად, მიხედავს ბაიდენის ხელისუფლების მხრიდან ამ დასრულებად უზნეო „წყლის ამღვრევას“.


„კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი და დასავლელი პოლიტიკური აქტორები ხმამაღლა ამბობენ, რომ წარმავალი ბაიდენი გლობალურ საბოტაჟს ეწევა, მათ შორის საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში. ცხადია, დესტაბილიზაციის მომხრე ამერიკელი „დემოკრატების“ მზაკვრული მიზნები რამდენიმე კვირაში დასრულდება. მთავარია, სუვერენულმა საქართველომ მშვიდობიანად მიაღწიოს 20 იანვრამდე, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებულია ჩვენი ბრძენი საზოგადოების უმრავლესობა. დონალდ ტრამპის თანამოაზრესთან, ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან ინტერვიუს დროს, პროფესორმა საქსმა აღნიშნა: „ჩვენ ვხედავთ ცხელ წერტილებს გარშემო, მაგალითად ავიღოთ საქართველო, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, არის ხელისუფლების შეცვლის მცდელობის ტიპიური პროცესი. ეს არ გამოუვათ, მაგრამ მიზანი იყო ამ რეგიონის დესტაბილიზაცია. ამაში აბსოლუტურად ნათელია აშშ-ის ჩარევა“. იმის გარდა, რომ საერთაშორისოდ თეთრი სახლის ამჟამინდელი ადმინისტრაცია „ნაღმებს“ დებს მომდევნო პრეზიდენტის დასაზიანებლად, დესტრუქციული ქმედებებია აშშ-შიც. ამერიკის მომდევნო ლიდერი მოკავშირეებთან ერთად, მიხედავს ბაიდენის ხელისუფლების მხრიდან ამ დასრულებად უზნეო "წყლის ამღვრევას“ , - წერს გია აბაშიძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031