გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: „მაკკეინის ინსტიტუტის" ოცნებებს ახდენა არ უწერია

18-12-2024

მაკკეინის ინსტიტუტის ოცნებებს ახდენა არ უწერია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


„მაკკეინის ინსტიტუტის" განცხადების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის თანახმად, „სასწაულია, რომ ჯერ არავინ მოუკლავთ, მაგრამ მთავრობის „ბანდიტების" ხელით თუ სიკვდილი მოხდება, პოლიტიკური გარემო უფრო არასტაბილური გახდება", პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს არის „მაკკეინის ინსტიტუტის" და ზოგადად ასეთი ადამიანების ოცნება, თუმცა მათ ვერ მიაღწიეს საწადელს.


„მათ, როგორც ჩანს, ამ დღეების განმავლობაშიც ჰქონდათ გავლა მსხვერპლზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან მალე, ხუთ დღეში ძალიან მარტივად შეძლო ჩვენმა სამართალდამცავმა სისტემამ, დაპირისპირებოდა სისტემურ და უხეშ ძალადობას, რომელსაც ვხედავდით თბილისის ქუჩებში და მადლობა ღმერთს, ყველაფერი დასრულდა არათუ მსხვერპლის გარეშე, არამედ რაიმე განსაკუთრებული გართულების გარეშე. მაკკეინის ინსტიტუტის ოცნებებს ახდენა არ უწერია", - განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031