გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, კვირა-ნახევარი დარჩა თანამდებობაზე, შესაბამისად არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ ელევა საკუთარ სკამს, ასე ადამიანი სკამს ეჭიდებოდეს, პირველად ვნახე

18-12-2024

სალომე ზურაბიშვილი აღარ არის აქტუალური, კვირა-ნახევარი დარჩა თანამდებობაზე, შესაბამისად არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, ვერ ელევა საკუთარ სკამს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადება აბსურდულია.


„ასე ადამიანი სკამს ეჭიდებოდეს, პირველად ვნახე. ასეთი ემოციური დამოკიდებულება ჰქონდეს საკუთარი სკამის მიმართ, როგორც აქვს სალომე ზურაბიშვილს, მართლა პირველად ვნახე. ვერ ელევა საკუთარ თანამდებობას, შესაბამისად აქვს ძალიან მძიმე ემოციური მდგომარეობა, კადრულობს ყველაფერს, ყველაფერ უკადრებელს. ეს არის რეალური შეფასება. დანარჩენი საინტერესო არ არის", - აღნიშნა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930