18-12-2024
„უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის და თქვენი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაიმარჯვებენ და მათ ბოლომდე მხარდაჭერა სჭირდებათ. მეორე მხრივ, ჩვენ არა სამხედრო გზით, მაგრამ შიშველი ხელებით სხვაგვარად ვიბრძვით, რასაც ჩვენს მომავალზე ძლიერი გავლენა აქვს“, - მის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების მიმართ მისი კითხვა მარტივია - დააჩქარებს ევროპა ტრანზიციას თუ მთელი ზამთრის განმავლობაში გახანგრძლივდება ეს პროცესი.
„ქართველი ხალხის მხარდასაჭერად ბევრი საშუალება გაქვთ, რადგან ამ ბრძოლაში საქართველო გაიმარჯვებს, ის დაიცავს თავის თავისუფლებას, დემოკრატიასა და ევროპულ მომავალს. არ მინდა შედარება უკრაინულ გამბედაობასთან და ტრაგედიასთან, მაგრამ უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის და თქვენი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაიმარჯვებენ და მათ ბოლომდე მხარდაჭერა სჭირდებათ. მეორე მხრივ, ჩვენ არა სამხედრო გზით, მაგრამ შიშველი ხელებით სხვაგვარად ვიბრძვით, რასაც ჩვენს მომავალზე ძლიერი გავლენა აქვს. კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი, რომ დამესვა, მარტივია: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით, რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს და ევროპასა და მის ღირებულებებს ერთად დავიცავთ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.