გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროკავშირმა რუმინეთში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების გამო Tik Tok-ის წინააღმდეგ საქმის წარმოება დაიწყო

19-12-2024

ევროკომისიამ სოციალურ ქსელ X-ში განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ის სოციალურ ქსელ Tik Tok-ის წინააღმდეგ საქმის წარმოებას იწყებს.


„დღეს ჩვენ ოფიციალურად დავიწყეთ საქმის წარმოება Tik Tok-ის წინააღმდეგ ციფრული მომსახურების კანონის დარღვევის ბრალდებით, კერძოდ მისი ვალდებულების სისტემური რისკების შეფასებისა და მინიმიზაციის უგულებელყოფის გამო, რომელიც არჩევნების სამართლიანობას, განსაკუთრებით რუმინეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ეხება“, - აღნიშნულია განცხადებაში.


ცნობისთვის, რუმინეთში 24 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. არჩევნების პირველ ტურში კანდიდატმა კელინ ჯორჯესკუმ გაიმარჯვა, თუმცა 2 დეკემბერს ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ შედეგები გააუქმა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ჯორჯესკუ წინასაარჩევნო კამპანიის დროს აქტიურად სარგებლობდა Tik Tok-ის პლატფორმით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930