20-12-2024
მერაბიშვილი და გახარია არიან ამ ე.წ. Deep State-ის უცხოელი აგენტები, განსხვავებით ვახტანგ გომელაურისგან, რომელიც ემსახურება, არა უცხო ძალას, არამედ ემსახურება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არა დასანქცირების მიზეზი იყოს ის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში შსს-ს თანამშრომლები არ არიან პასუხისგებაში მიცემული მაშინ, როდესაც 20 ივნისის მოვლენების შემდეგ შსს-ს არაერთი თანამშრომელი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მაშინდელი მინისტრი არ მოხვდა სანქცირებულთა სიაში.
„გამოძიება არ ყოფილა რეალურად მიზეზი. გამოძიება დაწყებულია და გრძელდება. რაც შეეხება წინა მოვლენებს, წინა ძალადობრივ აქციებს, პასუხისგებაშიც არიან მიცემული კონკრეტული პოლიციელები, სადაც იდენტიფიცირებადი იყვნენ მარტივად ადამიანები, მაშინდელ საქმეებზე რამდენიმე ადამიანია პასუხისგებაში მიცემული, შესაბამისი უწყებებისგან შეგიძლიათ ეს ინფორმაცია გამოითხოვოთ. თვალები დათხარეს ადამიანებს, ეს გააკეთა გახარიამ, მისმა ქმედებებმა გამოიწვია ეს ყველაფერი, რაც საერთოდ მარტივად შეიძლება თავიდან ყოფილიყო აცილებული, მაგრამ აქამდე მიიყვანა საქმე გახარიამ. მერაბიშვილი ვახსენე ასევე, რომელმაც 4 კაცი მოკლა მშვიდობიანი აქციის პროცესში, 4 კაცი მოკლა და ჯიხურებზე განათავსეს შემდეგ, უტიაშვილის იდეა იყო ეს ყველაფერი. იქ არ დაუსანქცირებიათ ადამიანები იმიტომ, რომ მერაბიშვილი და გახარია არიან ამ ე.წ. Deep State-ის უცხოელი აგენტები, განსხვავებით ვახტანგ გომელაურისგან, რომელიც ემსახურება, არა უცხო ძალას, არამედ ემსახურება ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
19-12-2024
18-12-2024