20-12-2024
„რატომ არ დარჩა "კრება მხიარული" - რამ გამოიწვია გაშმაგებული რეაქცია ოპოზიციის რიგებში?“ - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი, რითაც ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს საქართველოში ვიზიტის შედეგებით უკმაყოფილო ოპოზიციის წევრების განცხადებებს ეხმიანება.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია უკმაყოფილოა იმით, რომ ალან ბარსემ ეჭვქვეშ არ დააყენა საქართველოს ხელისუფლების ევროინტეგრაციისკენ მისწრაფება.
„რატომ არ დარჩა "კრება მხიარული" - რამ გამოიწვია გაშმაგებული რეაქცია ოპოზიციის რიგებში? განვიხილოთ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს ვიზიტის, მის მიერვე გაჟღერებული ძირითადი შემაჯამებელი გზავნილები: აუცილებლად უნდა იყოს დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებები - ვუერთდები მის ამ მოწოდებას. მით უმეტეს, რომ ამ უფლებების დაცვაზე პასუხისმგებლობას ალან ბერსე აკისრებს ქვეყნის არჩეულ, ანუ ლეგიტიმურ ხელისუფლებას. ადმინისტრაციული (და არა სისხლის-სამართლებრივი) წესით დაკავებული და რიგ შემთხვევაში, გზააბნეული ადამიანები ახალ წელს შეხვდებიან საკუთარ სახლებში, რაც სავსებით ჯდება ჯანსაღი კომპრომისების ფორმატში. საზოგადოებაში პოლარიზაციის დაძლევის მიზნით ალან ბერსემ ორივე მხარეს მოუწოდა დიალოგისთვის: ხელისუფლებასაც და ოპოზიციასაც - რაც უკვე გახდა ამ მაღალი რანგის ევროჩინოვნიკის დაცინვის და შეურაცხყოფის საგანი ჩვენი შიგ-ევროპელების მხრიდან. არანაირი "რუსული" (რაც არც ერთხელ არ უხსენებია ალან ბერსეს), არამედ გამჭვირვალობის კანონი - არც გაწვეული იქნება და არც გაუქმებული, არამედ ვენეციის კომისიის წევრების მონაწილეობით იქნება სახეშეცვლილი. როგორ და რა მიმართულებით - სამუშაო პროცესის დროს შევიტყობთ. იმედია, ასევე ჯანსაღი კომპრომისების ფორმატში. დაუფარავი გაღიზიანება, უკიდეგანო იმედგაცრუება, სასოწარკვეთილება, ანტიდასავლური რიტორიკა, დემოკრატიის უკუსვლა, შეშფოთებული აღშფოთება - გრძნობათა ეს ბუკეტი დაეუფლა შიგ-ევროპულ საზოგადოებას ამ მაღალი ევროპელი სტუმრის მიმართ, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლების ევროინტეგრაციის მიმართ ურყევი მისწრაფება. ასე იცის "ჩელიაბინსკმა"...“ - წერს დავით ქართველიშვილი.
19-12-2024
18-12-2024