25-10-2018
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, დისციპლინური საქმის წარმოების დასრულებამდე დილის გადაცემას მომღერალი სოფო ხალვაში აღარ წაიყვანს. ამის შესახებ ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც ირკვევა, ამ ფაქტზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელმა დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყო. საკითხზე მაუწყებელი იმსჯელებს და საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა გია ქარცივაძემ აჭარის ტელევიზიას განუცხადა, მაუწყებლის ნებისმიერ თანამშრომელს პოლიტიკური პარტიის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობა ეკრძალება.
ხალვაშმა მმართველი პარტიის, ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის შემაჯამებელ წინასარჩევნო შეხვედრაზე იმღერა. მომღერალი სოფო ხალვაში, რომელიც გადაცემა "დილის ტალღის" წამყვანია, თბილისში სპორტის სასახლეში გამართულ შეხვედრას დაესწრო
16-11-2024
16-11-2024