21-12-2024
ეუთო-ოდირი, ასევე ქართული საზოგადოება აღიარებს არჩევნებს - ეს არის მთავარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გააცნო კვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 53,4% ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დადებითად აფასებს.
„მე მინდა ასევე გაგაცნოთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომელიც ჩვენი დაკვეთით ჩატარდა. აქ იყო კითხვა არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით. კითხვა დაისვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. კითხვაზე - სამართლიანად, გასცა 45,5%-მა, მცირე დარღვევებით, პასუხი გასცა 7,9%-მა. მთლიანობაში დადებითი პასუხი გასცა გამოკითხულთა 53,4%-მა. პასუხი -მნიშვნელოვანი დარღვევებით, 4,4%, უსამართლოდ - 19,6%ანუ უარყოფითი პასუხი ჯამში გასცა 24%-მა. მიძნელდება პასუხის გაცემა, ასეთი იყო 22,6%-ის პასუხი.
მეორე კითხვა ეხებოდა იმას, თუ რამდენად მისაღები იყო გამოკითხულებისთვის, პირადად მათთვის არჩევნების შედეგები. აქ პასუხები განაწილდა შემდეგნაირად - მისაღებია 44,7%, ძირითადად მისაღებია 6,5%, ჯამში 51,2% აცხადებს, რომ მისთვის არის არჩევნების შედეგები მისაღები. ძირითადად არის მიუღებელი 3,9% და მიუღებელია 22,8%. ანუ, ჯამში, უარყოფითი პასუხის მაჩვენებელი არის 26,7%. აქაც პასუხის გაცემა გაუჭირდა 22,1%-ს.
მთლიანობაში ხედავთ, რომ ეუთო-ოდირი აღიარებს არჩევნებს, ასევე ქართული საზოგადოება აღიარებს არჩევნებს. ეს არის მთავარი. პირველი, ვინც აძლევს ლეგიტიმაციას არჩევნებს, ეს არის ქართველი ხალხი, თქვენ ხედავთ, რომ ქართველი ხალხი აღიარებს არჩევნების ლეგიტიმაციას. ეს არის ის ხალხი, რომელმაც 54%-ით აირჩია „ქართული ოცნება", ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო ეუთო-ოდირის დოკუმენტიც და მადლობა კიდევ ერთხელ ეუთო-ოდირს, რომელმაც სათანადოდ შეაფასა საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები", - განაცხადა პრემიერმა.
19-12-2024
18-12-2024