გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც ძალიან სამწუხაროა

21-12-2024

ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც არის ძალიან სამწუხარო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტიკის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკომისიის საბჭოსადმი მიმართვას ეხებოდა დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით შეზღუდვაზე.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე.


„ცალსახად, ეს არის ანტიქართული ნაბიჯი. ეს არის თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რაც ძალიან დასანანია. რა თქმა უნდა, ამას ვერავითარი განსაკუთრებული ეფექტი ვერ ექნება, არის არსებითად სიმბოლური ნაბიჯი, თუმცა ეს არის ცალსახად ანტიქართული ნაბიჯი და თავდასხმა ქართულ სახელმწიფოზე, რაც უკიდურესად მიუღებელია. იანვარში უნდა განიხილოს ეს საკითხი ევროპულმა საბჭომ, დაველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, მაგრამ თავისთავად, ევროკომისიის პოზიცია არის სრულიად ანტიქართული, რაც ძალიან სამწუხაროა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031