21-12-2024
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მას გაყინული რუსული აქტივებიდან 500 მილიონი ევრო შესთავაზა უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე სლოვაკეთის თანხმობის სანაცვლოდ.
რობერტ ფიცოს თქმით, ასეთი წინადადება გაკეთდა პოლიტიკოსებს შორის უკრაინის გავლით რუსული გაზის ევროპაში ტრანზიტის შესახებ საუბრისას.
ფიცოს თქმით, მას შემდეგ, რაც მან ზელენსკის განუცხადა, რომ სლოვაკეთმა შეიძლება წელიწადში დაახლოებით 500 მილიონი ევრო დაკარგოს გაზის ტრანზიტზე, უკრაინის პრეზიდენტმა მას გაცვლა შესთავაზა.
„უკრაინის პრეზიდენტმა მკითხა, მივცემ თუ არა ხმას ნატოში [უკრაინის] გაწევრიანებას, თუ ის 500 მილიონ ევროს მომცემდა [გაყინული] რუსულ აქტივებიდან და, რა თქმა უნდა, მე ვუპასუხე: არასდროს“, - აღნიშნა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა.
19-12-2024
18-12-2024