22-12-2024
ოპოზიცია თავის დროზე წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების, მერე წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი მოეცათ, მერე უხაროდათ რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ მოგვცეს და როცა მაინც მოგვცეს, ყვიროდნენ არ ვართ ღირსიო, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ლოგიკურია, რომ ოპოზიცია კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, პრემიერის 28 ნოემბრის განცხადებით, ვინაიდან წლებია თვითონ იყვნენ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების და კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგი, თუმცა, პირიქით, აყვირდნენ.
„გავაანალიზოთ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტები: ოპოზიცია თავის დროზე წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების, მერე წინააღმდეგი იყო საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი მოეცათ, მერე უხაროდათ რომ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად არ მოგვცეს და როცა მაინც მოგვცეს, ყვიროდნენ არ ვართ ღირსიო, ახლა ყოველდღე მიმართავენ ევროპას - სანქციები შემოიღეთ, ფული გააჩერეთ, უვიზო რეჟიმი გააუქმეთო. ლოგიკურია, როცა პრემიერმა თქვა 2028 წლამდე ევროკავშირს აღარ მივმართავთ წევრობაზე მოლაპარაკების გახსნისთვისო (თან ევროკავშირმა თვითონვე განაცხადა 2030 წლამდე ახალ წევრებს აღარ მივიღებთო), ოპოზიცია ძალიან კმაყოფილი უნდა ყოფილიყო, განა წლებია თვითონ არ ითხოვენ ამ ყველაფერს, რაც ზევით ჩამოვთვალეთ? მაგრამ პირიქით აყვირდნენ, ხელისუფლება უნდა დავამხოთ და ჩვენ უნდა მოვიდეთ, 2030 წლამდე გაფართოება შეჩერებულ ევროკავშირს რატომ არ ვთხოვთ გაფართოებას 2028 წლამდეო. ეს აბსურდი ან არითმეტიკული კრეტინიზმით აიხსნება, ან ევროკავშირი მხოლოდ ფასადად სჭირდებათ რომ კვლავ გამეფდნენ საქართველოში, როგორც მიშას „დემოკრატიის შუქურად“ შეფუთულ აზიატურ სახანოში იყვნენ“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.
19-12-2024
18-12-2024