26-10-2018
ბათუმში, ე.წ. ბარცხანის დასახლებაში 15-მდე ოჯახი სამხედრო ბაზის შენობაში შეიჭრა და საცხოვრებლად ოთახები დაიკავა. მათი თქმით, არ გააჩნიათ საცხოვრებელი სახლები და ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. "აქ ძირითადად მაღალმთიანი სოფლებიდან, შუახევის მუნიციპალიტეტიდან ჩამოვედით. ქირით ვცხოვრობთ მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად. წასასვლელი არსად გვაქვს. შენობას მაშინ დავტოვებთ, როცა სახელმწიფო დაგვეხმარება",- განაცხადა სულიკო ბერიძემ.
ადგილზე სამართალდამცავები და ბათუმის მერიის წარმომადგენლები იმყოფებიან. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
16-11-2024
16-11-2024