გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, აპრილი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი: ხალხს სჭირდება შედეგი, თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე

24-12-2024

ხალხს სჭირდება შედეგი, ერთ წრეზე სიარული არ უნდა დავუშვათ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, დღევანდელ სასამართლო პროცესზე კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.


როგორც მან აღნიშნა, რეგიონებიდან ჩამოყვანილი ხალხი, ოპოზიციამ გამარჯვების გარეშე უკან არ უნდა გაუშვას. სააკაშვილმა მათ მოქმედების, შეტევისა და ზეწოლისკენ მოუწოდა.


"თუ ხალხი ჩამოგვყავს რეგიონებიდან, მაგალითად, უკან არ უნდა გავუშვათ გამარჯვების გარეშე. თუ ძალიან ბევრ ხალხს ვკრებთ, ეს არ არის უბრალოდ ფონი განცხადებებისთვის, ეს არის იმისათვის, რომ ვიმოქმედოთ. მოქმედება, შეტევა, ზეწოლა, ბოლომდე კედელთან მიყუჟება, ხელი ჩავკიდოთ ერთმანეთს მთელ ქვეყანაში." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930