24-12-2024
თუ ვინმე ემტერება დღეს ქართულ სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ბალტიისპირელი პოლიტიკოსებია. ერთ-ერთი გამორჩეული ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა გახლავთ. ესტონეთისთვის, მისი საგარეო და ალბათ საშინაო პოლიტიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სიმძიმის ცენტრის საქართველოზე გადმოტანა, - წერს "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, მარგუს ცაჰკნა თავდაყირა აყენებს ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც ავტორიტეტია როგორც აშშ-თვის, ასევე ევროპული ქვეყნებისთვის, სამაგიეროდ კი წინ წევს, IRI-ს შეფასებას, რომელმაც საკუთარი რეპუტაცია საქართველოში ისე გაინადგურა, რომ საზოგადოების ნდობა მათ მიმართ ნულის ტოლია.
"თუ ვინმე ემტერება დღეს ქართულ სახელმწიფოს, ჩვენი ქვეყნის მშვიდობას და სტაბილურობას, ეს ბალტიისპირელი პოლიტიკოსებია. ერთ-ერთი გამორჩეული ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა გახლავთ. ესტონეთისთვის, მისი საგარეო და ალბათ საშინაო პოლიტიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სიმძიმის ცენტრის საქართველოზე გადმოტანა.
მიუხედავად იმისა რომ ეს ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის წევრია, რუსეთის მიმართ მუდმივი შიში გააჩნია, ოღონდ კი საფრთხე გაანეიტრალოს მათთან არც სავაჭრო და ბიზნეს ურთიერთობები არ შეუწყვეტიათ (ესტონეთის ყოფილი პრემიერისა და ახლა უკვე ევროკომისრის კაია კალასის მეუღლის შემთხვევა გავიხსენოთ), მიუხედავად ევროკავშირის ეგიდით სანქციების დაწესებისა. მარგუს ცაჰკნა არამარტო ღიად უჭერს მხარს რადიკალურ ძალებს საქართველოში, აკეთებს განცხადებებს, ჩამოდის და ანტისახელისუფლებო აქციებზე კეკლუცობს, ასევე მზად არის თავის დეზინფორმაციის გავრცელებით ხელი შეუწყოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის უტოპიურ იდეას. ამ მიზნით ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მედროშე ესტონელი მინისტრი თავიდან ბოლომდე თავდაყირა აყენებს ეუთო/ოდირის დასკვნას, რომელიც ავტორიტეტია როგორც აშშ-თვის, ასევე ევროპული ქვეყნებისთვის, სამაგიეროდ კი წინ წევს, IRI-ს შეფასებას, რომელმაც საკუთარი რეპუტაცია საქართველოში ისე გაინადგურა, რომ საზოგადოების ნდობა მათ მიმართ ნულის ტოლია. ავანტიურისტისა და საქართველოს მტრის მარგუს ცაჰკნა გამწარებული დეზინფორმაციული ნარატივი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში არჩევნების შედეგები ლეგიტიმურია, ხოლო სხვა ყველა შეფასება, განსაკუთრებით ახალი არჩევნების ჩატარება და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა ემსახურება საქართველოში კანონიერი ხელისუფლების დამხობას და დემოკრატიული პრინციპების დისკრედიტაციას. საბედნიეროდ მარგუს ცაჰკანას ხელა ცალი ხელი რომ ჰქონდათ ისეთი მტრები მოგვინელებია, მასაც მარტივად მოვინელებთ, ერთი კია რაც უფრო მალე გვეტყვიან რომ ჩვენი მეგობრები არ არიან მით უფრო კარგია", - წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
19-12-2024
18-12-2024