25-12-2024
„ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება მამუკა მდინარაძის ვიდეოს, რომელიც ნანა დიხამინჯიასა და მდინარაძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ასახავს.
„რადგან მეც მახსენა, კი ბატონო, ვუპასუხებ: ნანა დიხამინჯიამ თავი ყველას პროვოკატორობით, აგრესიით და გამოკვეთილად არაქართული დამოკიდებულებით დაგვამახსოვრა.
რატომ ჰგონია, რომ სადმე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს ამით, მართლა მიკვირს.. შეიძლება ის „ნაცებს“ და ლგბტ აქტივისტებს ძალიან მოსწონთ, რადგან მისი აქტივიზმი ფაქტია მხოლოდ არაქართული გეგმების და აგენტურული ნაცპარტიების პოლიტიკას ემსახურება და არაფერი აქვს საერთო საქვეყნო საქმის კეთებასთან!
დღეს კი უდავოდ ბინძური დავალების შესრულება აიღო თავის თავზე, ოღონდ არ გამოუვიდა და თავისივე პოსტში თავს იმართლებდა შემკვეთებთან“, - წერს წილოსანი.
19-12-2024
18-12-2024