26-12-2024
„თეატრალურის კვარტეტი” საახალწლო ღონისძიებების განრიგს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ისინი მზად არიან სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად.
ასევე, კვარტეტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს ულოცავს.
„საუკეთესო სურვილებით გილოცავთ ყველას, ვინც დღეს აღნიშნავთ შობის დღესასწაულს!
გვიახლოვდება ახალი წელი და გვინდა ბედნიერი წელიწადი გისურვოთ სრულიად საქართველოს - ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და წარმატება იყოს თქვენი წლის მეგზური!
აქვე, მთელი გულით ვულოცავთ აღსაყდრებიდან 47 წლის თავს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა-თბილისის მთავარ ეპისკოპოსს, ილია მეორეს - დაე, მრავალჟამიერ იყოს მისი სიცოცხლე!
ჩვენი საახალწლო ღონისძიებები უკვე დაიწყო საქართველოს რეგიონებში. ჩვენი სიმღერით ყოველთვის მზად ვართ სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელად და ჩვენს მსმენელთან ერთად ძვირფასი ადამიანური მომენტების გასაზიარებლად. 21.12.2024 - ბოლნისი 25.12.2024 - ვანი 26.12.2024 - ჩოხატაური 29.12.2024 - თეთრიწყარო 30.12.2024 - დედოფლისწყარო ფეხბედნიერი იყოს ახალი 2025 წელი სრულიად საქართველოსთვის!”, - წერს „თეატრალურის კვარტეტი”.
« მარტი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | |||||
3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
31 |