გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აჩიკო ნიჟარაძე: ცოტა ხნის წინ ჩავერთე რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს ჩვენს პროფესიას - ბედნიერი ვარ, რომ იმ საქმეს ვემსახურები რომელსაც ნამდვილად შეუძლია ხალხის გაერთიანება

26-12-2024

„უკლებლივ ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ რომ მომავალი 2025 წელი ბედნიერების, სიხარულის, ერთიანობის, წარმატების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისათვის“, - წერს მომღერალი აჩიკო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში.


ნიჟარაძის განცხადებით, რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში ჩართვამ კიდევ ერთხელ დაარწმუნა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მის პროფესიას.


„უკლებლივ ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ რომ მომავალი 2025 წელი ბედნიერების, სიხარულის, ერთიანობის, წარმატების მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ოჯახებისთვის და ჩვენი ქვეყნისათვის. სულ ცოტა ხნის წინ ჩავერთე რეგიონებში მიმდინარე საახალწლო კონცერტებში და ამ დღეების განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი თუ რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს ჩვენს პროფესიას. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენთან ერთად იზიარებს ამ დიდ სიყვარულს. ბედნიერი ვარ რომ იმ საქმეს ვემსახურები რომელსაც ნამდვილად შეუძლია ხალხის გაერთიანება“, - წერს აჩიკო ნიჟარაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930