გაიგე განსხვავებული

პარასკევი, აპრილი 11, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია: „ნაცბაბლს“ ჰგონია, რომ ლიბერალური ფაშისტები და „ვოუქერები“ ბიძინა ივანიშვილს ამ დროებითი სანქციებით დააშინებენ - ნურას უკაცრავად, არ გცოდნიათ თქვენ მისი პატრიოტული და კაცური სული

27-12-2024

ეს ბოლო ნაბიჯი ჰქონდა, მილევად რეჟიმში მყოფ ბაიდენის ადმინისტრაციას და ესეც გამოიყენეს, - ასე აფასებს გიორგი გამსახურდია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.


მისი თქმით, “ნაცბაბლს” ჰგონია, რომ ლიბერალური ფაშისტები ბიძინა ივანიშვილს დროებითი სანქციებით დააშინებენ, თუმცა, ისინი ივანიშვილს არ იცნობენ.


„ეს ბოლო ნაბიჯი ჰქონდა, მილევად რეჟიმში მყოფ ბაიდენის ადმინისტრაციას და ესეც გამოიყენეს. ჯერ ვოშინგტონ ეგზამინერში შეკვეთილი სტატია, მერე ფარას დოკუმენტის თანახმად,მათი ლობისტი ჯო უილსონი (კაცი კონგრესმენია და 300 მილიონიან ქვეყანაში 35 ათასი ფოლოვერი ჰყავს,მათ შორის არცერთი არც ტრამპის გარემოცვა და ტრამპზე ხომ საუბარიც არაა), მოდერეით რესპუბლიკელი თავისი პოსტებით სოცქსელში და ა.შ.

ამ ნაცბაბლს ჰგონიათ რომ ლიბერალური ფაშისტები და ვოუქერები,ბიძინას ამ დროებითი სანქციებით დააშინებენ, ნურას უკაცრავად, არ გცოდნიათ თქვენ ბიძინა და მისი პატრიოტული და კაცური სული. შევა ის კარგი კაცი, მალე თეთრ სახლში და ვნახავთ მაგ სანქციების გზას და კვალს. დაიხსომეთ დღევანდელი დღე“ - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930