გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი 5 წლის განმავლობაში მიხეილ ყაველაშვილი ძალიან ღირსეულად შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას

27-12-2024

ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


მთავრობის მეთაური ინაუგურაციის პარალელურად დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 6 წლის წინ ზუსტად ასეთივე აქციას უწყობდნენ სალომე ზურაბიშვილს და ახლა სალომე ზურაბიშვილი ამ ხალხთან ერთად აწყობს აქციებს.


„სასაცილო მდგომარეობაში იგდებენ თავს. ყველაზე სასაცილო მდგომარეობაში აქ არის თავად სალომე ზურაბიშვილი, ისევე როგორც მთელი რადიკალური ოპოზიცია. ამას არავითარი ფასი არ აქვს. 6 წლის წინაც მაშინდელი რადიკალური ოპოზიცია და იგივე ხალხია დღესაც, აწყობდა აქციებს, თუმცა საბოლოო ჯამში ჩატარდა ჩვეულებრივად ინაუგურაცია, დღესაც მოხდება რა თქმა უნდა, იგივე. ზეგ გაიმართება პრეზიდენტის ინაუგურაცია და შემდეგი 5 წლის განმავლობაში ძალიან ღირსეულად მიხეილ ყაველაშვილი შეასრულებს საპრეზიდენტო უფლებამოსილებას",- განაცხადა პრემიერმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930