გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: მიხარია, რომ დღესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩვენი მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში

29-12-2024

ქართველი ხალხი საუკუნეების განმავლობაში ჰარმონიულად თანაცხოვრობდა განსხვავებული ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების მქონე ხალხთან, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

მისივე თქმით, ქართველებმა ყოველთვის იცოდნენ განსაკუთრებული მეგობრობა და სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანები ძალიან მალე თვლიდნენ საქართველოს საკუთარ სამშობლოდ და საჭიროების შემთხვევაში, ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ მის დასაცავად.

 

„ჩვენ ყოველთვის გამოვირჩეოდით - ჰუმანური ბუნებით, განსხვავებულობის პატივისცემით, მაღალი ტოლერანტობით და რაც მთავარია, ყოველთვის ვიცოდით განსაკუთრებული მეგობრობა და ერთგულება, მოყვასის სიყვარული და პატივისცემა. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანები ძალიან მალე თვლიდნენ საქართველოს საკუთარ სამშობლოდ და საჭიროების შემთხვევაში, ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ მის დასაცავად. ისტორიას უხვად აქვს შემორჩენილი მსგავსი გმირობის არაერთი ფაქტი. მიხარია, რომ დღესაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ჩვენი მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. მინდა მადლიერება და განსაკუთრებული სიყვარული გამოვხატო მათ მიმართ. ჩვენი ვალია, თითოეულმა მათგანმა საქართველოს სრულყოფილ მოქალაქედ იგრძნოს თავი“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930