გაიგე განსხვავებული

ხუთშაბათი, აპრილი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე, როცა აღარ იქნება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის მოთხოვნა

29-12-2024

ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე, შესაბამისად, ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ უკრაინაში ომის დასრულებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როცა აღარ იქნება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის მოთხოვნა.


„ურთიერთობების გადატვირთვა დამოკიდებული იქნება უკრაინაში ომის დასრულებაზე. ჩვენ პირველ რიგში უნდა დაველოდოთ უკრაინაში ომის დასრულებას, რაც მალე დასრულება უკრაინაში ომი, მით უკეთესი პირველ რიგში უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ ასევე მით უკეთესი ჩვენი რეგიონისთვის, მით უკეთესი საქართველოსთვის, შესაბამისად, ჩვენ ყველამ უნდა ვუგულშემატკივროთ უკრაინაში ომის დასრულებას.


ჩვენ ვამბობდით სამ პირობას ურთიერთობის გადატვირთვისთვის - პირველი იყო ჩვენი არჩევნები, რომელიც დასრულდა, არის შემდგარი ხელისუფლება, მეორე იყო ამერიკის არჩევნები და ესეც თითქმის დასრულების პროცესშია. 20 იანვარს შედგება ინაუგურაცია, აქედან სამ კვირაში იქნება ახალი რეალობა და მესამე პირობა იყო უკრაინაში ომის დასრულება. ჩვენ ვსაუბრობდით ამ სამ პირობაზე კუმულაციურად და სამივე პირობის შესრულების შემდეგ, დარწმუნებული ვართ, ჩვენი ქვეყნისთვის ვითარება შემსუბუქდება, მათ შორის დღის წესრიგიდან მოიხსნება მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნაზე. როცა აღარ იქნება პირველი ფრონტი, აღარ იქნება მეორე ფრონტის მოთხოვნა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930